მიხეილ სარჯველაძე – ვერ გეტყვით, რომ თანაგადახდის მექანიზმის შემოტანა რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარებაა – თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს

ვერ გეტყვით, რომ თანაგადახდის მექანიზმის შემოტანა რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარებაა – თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მ ინიციატივა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში თანაგადახდის მექანიზმის შემოტანას ითვალისწინებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფო დღეს პაციენტს სთავაზობს, საერთაშორისო სტანდარტის აკმაყოფილებს.
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარება. საუბარია დამატებითი შესაძლებლობის გაჩენაზე, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფო დღეს პაციენტს სთავაზობს და სტანდარტულ მომსახურებას წარმოადგენს, საერთაშორისო, კარგ სტანდარტს აკმაყოფილებს. ბუნებრივია, რომ ეს მხედველობაშია მისაღები. თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს, რომელიც ანაზღაურდება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არსებული ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში. ასეთ ნაკლოვანებას ვერ აღმოაჩენთ“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი