: დეკლარაციების შემოწმება დადგენილი პრაქტიკაა, პანიკის დათესვას ცდილობენ

არავითარი სიახლე არ გახლავთ რამდენიმე ასეული მოხელის შემოწმება, თუ რამდენად აკურატულად აქვთ მათ შესრულებული დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები. წინა წლებში არაერთხელ შეუმოწმებიათ ჩემი პირადი დეკლარაციაც, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკელი პიარ კონსულტანტის, ჯერემი როზნერის მითითებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ყოველწლიურ შემოწმებაზე საუბარი სწორედ მსოფლიო ბანკის ანგარიშის გამოქვეყნებისთვის დაემთხვია და პოზიტიური თემა გადაეფარა.
“თვითონაც გადასარევად იციან, რომ არავითარი სკანდალის მიზეზი არ არსებობს. 12 იანვრის შემდეგ ახლა დაიწყეს ამაზე აჟიოტაჟის ატეხა და როგორც ჩანს, ეს რაღაც ფორმით დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური, ავტორიტეტული შეფასება ქვეყნდება საქართველოში ანტიკორუფციული ვითარების შესახებ, სადაც პოზიტიურად არის წარმოჩენილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამის გადაფარვისთვის კარგი შესაძლებლობა გამოუჩნდათ.
არავითარი სიახლე არ გახლავთ რამდენიმე ასეული მოხელის შემოწმება, თუ რამდენად აკურატულად აქვთ შესრულებული დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები. წინა წლებში არაერთხელ შეუმოწმებიათ ჩემი პირადი დეკლარაციაც. ეს წლების განმავლობაში დადგენილი პრაქტიკაა. ამაში არაფერი სასკანდალო არაა, ეს არის აპრობირებული ინსტრუმენტი და თვითონაც კარგად იციან ეს, ვინც ახლა ცდილობს, რომ პანიკა დათესონ,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს