მიხეილ სარჯველაძე – დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება – ჩვენი მიზანია, მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მ განუცხადა.
მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში.
„1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად,რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ