მიხეილ სარჯველაძე – დადასტურდა, რომ რაც ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა – მას სხვა გათვლები და იმედები ჰქონდა

აბსოლუტურად მიუკერძოებლად და უმაღლესი სტანდარტის მიხედვით დადასტურდა, რომ ის რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა მ განაცხადა.
სარჯველაძის შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისთვის სამწუხაროა.
“მას სხვა გათვლები და იმედები ჰქონდა – შეეცდებოდა რაღაც ფორმით შეექმნა ილუზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს და, ამ ან ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ის არის მართალი.
აბსოლუტურად მიუკერძოებლად და უმაღლესი სტანდარტების მიხედვით დადასტურდა, რომ ის რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა.
გამომდინარე აქედან დასკვნების გაკეთებისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს, რომ არ არის სანდო სიტყვები, რასაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ოპოზიცია სთავაზობს არც ამ კონკრეტულ საქმეში და არც ბევრ სხვა საქმეში, რასთან დაკავშირებითაც მათ მწვავე პოზიციები აქვთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.