– განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მ, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, რეგულირების მექანიზმების დახვეწა მოხდება. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია და ბენეფიციართა რაოდენობა.
„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, უზარმაზარი პროგრამა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, სადაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის, მედიკამენტების დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათი, რომელიც ზრდად პენსიასთან და სოციალურ დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გაფართოვდება მედიკამენტების, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლეების ჯგუფები – არამხოლოდ საპენსიო, არამედ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფებიც მოიცვას და ამით, შემცირდეს ქრონიკული დაავადებების გართულებებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური წნეხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ყველაფერი გაკეთდება მედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სხვადასხვა ბერკეტების შექმნაზე, იმისთვის რომ ეს დეფიციტები არცერთ შემთხვევაში არ იყოს მტკივნეული, ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამის დასაზღვევად გაკეთდება უკლებლივ ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი