მიხეილ სარჯველაძე: ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას მართლაც ჩამოუვარდება, ჩვენი ოპოზიციის ხარისხია

დასანანია, როდესაც პოლიტიკური პოპულიზმის მიღმა ვერაფერს კითხულობს, ვერაფერს სვამს დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ლელოს“ წევრის, ს დასმულ კითხვას .
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის კითხვების ერთადერთი მიზანი კანდიდატების შეურაცხყოფაა.
„ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და ს ჩამოუვარდება, მართლაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ხარისხია. ვერცერთი კითხვა ვერ დაისვა ისეთი, რომელიც შეიძლება მართლაც საჭირბოროტო, საინტერესო იყოს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად გაბანკროტებული პოლიტიკოსის განცხადებებია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფის მიზნით არის ნათქვამი. არაფერი საქმიანი, კრიტიკულიც კი არ არის ამაში. რა თქმა უნდა, ეს გამოსვლა იყო მდაბიურიც და იმავდროულად დილეტანტურიც. მაპატიეთ, არავის წყენინება არ მინდა. მაგალითად, ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმას უკავშირდებოდა, თითქოს არ კონტროლდება საზღვარი, არის პანიკის დათესვის ხელოვნური მცდელობა. თუ ვინმეს რამე გაეგება საზღვრისა და -ს მუშაობის, ასეთ უპასუხისმგებლო, მავნებლურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ნაცვლიშვილის კითხვა საქართველოში ს მოქალაქეების შემოსვლას ეხებოდა. ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრობის ოთხ კანდიდატს უსმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ