აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ცნობით, მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე, “ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა” განიხილეს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული და მომდევნო წლის თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
„მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, აზიის განვითარების ბანკთან, ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც მომავალში, კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ, მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ