მიხეილ სარჯველაძე – ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას

ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.