მიხეილ სარჯველაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ს, პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილების მიღებას 19 მარტის პლენარულ სხდომაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როცა პარლამენტის წევრი ინიშნება სხვა თანამდებობაზე, მას უფლებამოსილება უწყდება პირველივე პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად. მიხეილ სარჯველაძე მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.
სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია. მისი წინამორბედები იყვნენ:
· ზურაბ აზარაშვილი – მინისტრად მუშაობდა 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე;
· ეკატერინე ტიკარაძე – ამ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე;
· დავით სერგეენკო – იგი მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მუშაობდა მინისტრად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 2019 წლის 18 ივნისამდე.
მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი იმედა ნიკურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს