მიხეილ სარჯველაძემ ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.
ჯანდაცვის მინისტრი , პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ხანდაზმულთა საჭიროებებს და პანსიონატში მოქმედ სამედიცინო სერვისების ხარისხს გაეცნო.
მისივე განცხადებით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებით მათი უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)