მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მ, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო-სატრენინგო ცენტრში უმასპინძლეს, სადაც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა და ინსტრუქტორებმა მოზარდებს ადგილზე გააცნეს, თუ, როგორ ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ კი, ცენტრის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სამედიცინო მოტო ტრანსპორტი დაათვალიერებინეს.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სარჯველაძემ მათ ცენტრალური სადისპეტჩეროს მუშაობის პრინციპი და სპეციფიკა გააცნო.
დასასრულს, მინისტრმა მოზარდებს საჩუქრები გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ