მიხეილ სარჯველაძემ მუხრანში, სოფლის ახალი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა დაათვალიერა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა ჯანდაცვის მინისტრმა, მ დაათვალიერა.
„მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებენ. ამბულატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.
სამედიცინო ცენტრში, მოსახლეობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს, კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ.
შენობაში ინტეგრირებულია ტელემედიცინის აპარატიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დერმატოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების დისტანციურად ჩატარება. ის ხელს უწყობს სკრინინგისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას. ასევე, ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ჯანდაცვაზე.
ამბულატორია მუხრანსა და ქანდას 7000-ამდე მაცხოვრებელს მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი, მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი , სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, დღეს 1004 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება