მ, კონფერენციაში – „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ – მიიღო მონაწილეობა – რა საკითხები განიხილეს?

მიხეილ სარჯველაძემ, კონფერენციაში – „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ – მიიღო მონაწილეობა – რა საკითხები განიხილეს?
ჯანდაცვის მინისტრმა, კონფერენციაში – „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ – მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვა.
ორდღიან კონფერენციაზე, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პროფესორები, ქართველ კოლეგებთან ერთად, განიხილავენ თანამედროვე მიდგომებს გადაუდებელ სა და ინტენსიურ თერაპიაში, მათ შორის ს როლს სეფსისის მართვაში, მწვავე რესპირაციული სინდრომის და კარდიო-რესპირაციული უკმარისობის მართვის უახლეს მეთოდებს, ასევე მწვავე ინფექციების მართვის თანამედროვე გამოწვევებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ქვეყანაში, საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით გაამართა.
კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ექიმები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ