მ კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს შეხვდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს საქმიანობის ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრება.
„მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო თანამშრომლობის პრიორიტეტების და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესახებ კომიტეტის ხედვა. თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა და ნიკო თათულაშვილმა კომიტეტთან თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე მოსაზრებები წარმოადგინეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა