მიხეილ სარჯველაძემ თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს, 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს.
„ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია 3 კორპუსში. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის – სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ მოინახულეს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში – ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი არის იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვისაა დამახასიათებელი – დაამტკიცეს, რომ მათთვის ფასეული არ არის არც სპორტი, არც სპორტსმენი და მათი გულშემატკივრობაც ყალბია

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა