მიხეილ სარჯველაძემ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მ, საქართველოში სამედიცინო დარგის განვითარებაში, ვახტანგ ბოჭორიშვილის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციური დაავადებების მართვის კუთხით, ქვეყანაში არსებული მიღწევები, აკადემიკოსის ღვაწლსა და სახელს უკავშირდება.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე, სამედიცინო საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.
„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ, ქვეყანაში, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხებს“, – განახადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და პარლამენტის ჯანმრთელობისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!