მიხეილ სარჯველაძემ, ბათუმში, დასაქმების ფორუმი გახსნა

ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, სამუშაოს მაძიებლებს, 2 000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.
დასაქმების ფორუმი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მსგავსი ტიპის ფორუმები რეგულარულად იმართება.
„ფორუმზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. მათ დიდ ნაწილს კი კომპანიებმა, დასაქმება, ადგილზევე შესთავაზეს. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კვალიფიკაციის შესაბამისად, შეერჩიათ სასურველი ვაკანსიები – ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. სამუშაოს მაძიებლებმა, უშუალოდ დამსაქმებლისგან, მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო”, – ნათქვამია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ