მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ “ნაცმოძრაობა” ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან – არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს

მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ “ნაცმოძრაობა” ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან – არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს
ხანდახან ც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, ამიტომ მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა.
მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შანსი, ბარიერი გადალახოს, ვინაიდან, მათი რეიტინგები 4 პროცენტსაც ვეღარ აღწევს და სააკაშვილს სწორედ ეს ფაქტი წამოსცდა.
“ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს. ჩვენც გვაქვს ეს რეიტინგები და შემიძლია დავუდასტურო – რა დრო დადგა, სააკაშვილს ვუდასტურებ რაღაცებს, მაგრამ რეიტინგებში მართლა ასეა. წამოსცდა იმ ადამიანს, რომ მხოლოდ “ნაცმოძრაობაა”, რომელიც ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან. სხვა პარტიებს არ აქვთ გამარჯვების შანსი იმიტომ რომ 4 პროცენტზეც ვეღარ არიან, იმიტომ რომ ერთ-ერთ პარტიას 3 და რაღაც ჰქონდა ერთი პერიოდი და გულწრფელად გეტყვით, ესეც აღარ აქვს. არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს და წაიკითხა იმ კაცმა ეტყობა რეიტინგები და უკვე წამოსცდა პირდაპირ ეთერში – ეს იყო და ეს.” – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს