მიხეილ სააკაშვილი EPP-ის კონგრესს – ეს წელი მრავალი თვალსაზრისით ევროპის დიდი ნაწილის ბედისთვის გადამწყვეტი იქნება – ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის, დროა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, EPP-ის კონგრესზე საქართველო მესამე პრეზიდენტის, ს გზავნილი გააჟღერა.
როგორც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც ს პრეზიდენტი პუტინი მას პირად მტრად მიიჩნევს, მისთვის ევროპული სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიხეილ სააკაშვილმა თავის წერილში ევროპის სახალხო პარტიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ღირებულებებს, რომლებიც ევროპას განსაკუთრებულს ხდის, ასე იცავენ.
“ძვირფასო პრეზიდენტო ვებერ,
კონგრესის პატივცემულო სტუმრებო,
კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქართული ციხიდან, რათა მადლობა გადავუხადო ევროპის სახალხო პარტიას (EPP), ნამდვილ პოლიტიკურ ოჯახს, რომ მტკიცედ იცავს იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროპას ასე განსაკუთრებულს ხდის და რაც ჩვენ ყველას ევროპელებად გვაქცევს, იმისთვის, რასაც ჩემი ქვეყანა საქართველო ცდილობს დაუბრუნდეს, თავის ევროპულ ფესვებს.
ეს წელი მრავალი თვალსაზრისით ევროპის დიდი ნაწილის ბედისთვის გადამწყვეტი იქნება – მივუბრუნდებით ავტორიტარიზმს და ვიხილავთ კიდევ ერთ რკინის ფარდას ევროპაში, თუ გაიმარჯვებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პრეზიდენტი ზელენსკის, თანამედროვე ჩერჩილის, ხელმძღვანელობით ამ ომში გაიმარჯვებს. ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის. დროა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების.
ძვირფასო EPP-ის ოჯახო, პუტინი თავის პირად მტრად მიმიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, ჩემი როლის გამო საქართველოსა და, დიდწილად, უკრაინის ევროპული მიმართულების გაღვივებაში. პუტინს ჩემი სიკვდილი უნდა, ისევე როგორც სი, რომელსაც მან რამდენჯერმე შემადარა. ასეთ ვითარებაში თქვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მილიონობით თანამოაზრისთვის საქართველოსა და უკრაინაში.
მაფიოზური სტილის ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს მართავს, როგორც საკუთარ პირად სამეფოს, მაგრამ ის დამარცხდება, როგორც მოლდოვაში გმირმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაამარცხა ოლიგარქი პლახოტნიუკი.
მივესალმები პრეზიდენტ ვებერის ლიდერობას, რომელიც ძლიერად და ღირსეულად უძღვება ჩვენს პოლიტიკურ ოჯახს ასეთ რთულ დროს.
ჩემი ბოლო მიმართვა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააჟღერა, თავისუფლების რწმენით დასრულდა. ჩემი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ძვირფასო დელეგატებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გულითად მადლობას გიხდით, რომ მეგობრები არ მიატოვეთ. გისურვებთ წარმატებულ კონგრესსა და ივნისში არჩევნებში გამარჯვებას.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი,
უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე,
ამაყი ქართველი და ამაყი უკრაინელი.” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე