მიხეილ სააკაშვილი: ხალხს სჭირდება შედეგი, თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე

ხალხს სჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი, ოპოზიციამ გამარჯვების გარეშე უკან არ უნდა გაუშვას. სააკაშვილმა მათ მოქმედების, შეტევისა და ზეწოლისკენ მოუწოდა. “თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს მთელ ქვეყანაში.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია

ევროკავშირის დაკვეთილ კვლევებში საქართველო მოწინავე ადგილზეა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს კვლევა არაფერს ნიშნავს – თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს, შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ