მიხეილ სააკაშვილი – წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი – შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მას საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დაუტოვა, „უპრეცედენტო და ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას წარმოადგენს“.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმითვე, მას „სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წაართვეს“.
„სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.
მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.
მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან, შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა