ცესკოში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება

ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე მხარდაჭერას უცხადებს დღევანდელ აქციაზე დაკავებულ პირებს.
„ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უმაგრეს გიორგი ლიფონავასა და ყველა დაკავებულს!” – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ -ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
ამასთან, დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…