მიხეილ სააკაშვილი – „ქოცები“ კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე კუნთმაგარმა „ქოცების“ ტიტუშკებმა თავდასხმა მოაწყვეს – ეს თავდასხმები უმწეობის და მათი სრული უპერსპექტივობის განცდის გამოხატულებაა , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც აცხადებს, „ქართული ოცნება“ იყენებს იმ მეთოდებს, რა მეთოდებსაც 2003 წელს ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე იყენებდნენ.
„გუშინ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე კუნთმაგარმა „ქოცების“ ტიტუშკებმა თავდასხმა მოაწყვეს. ზუსტად იგივეს გვიკეთებდნენ 2003-ში ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე, მაგრამ მათ ამან ვერ უშველა.
ახლანდელი „ქოცები“ კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს თავდასხმები უმწეობის და მათი სრული უპერსპექტივობის განცდის გამოხატულებაა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ