„ქართულ ოცნებაზე“ – მათი განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის სამშობლოს გარეშე დატოვებას

ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად პასუხი შეუპოვარი და თავგანწირული ბრძოლა უნდა იყოს.“
„ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი – შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ამ რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და შესაბამისად, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს და ყველას დავუმტკიცოთ, რომ დღესაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გვიყვარს საქართველო და მზად ვართ ყველაფერი გადავდოთ მის გადასარჩენად.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს