მიხეილ სააკაშვილი: სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას

“მიხარია იმის მოსმენა, რომ საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე.
როდესაც მე შარშან იგივეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა “ერთობა არის შემოგდებული თემა”, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!
საერთოდ, ამ რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ – “მოვა მიშა და შეგვჭამს” ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.
მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე.
ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს, რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე.
პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.
ვარდების რევოლუციის წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში, მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდევაც 2003 წელს.
ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას”, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კაჭარავა – თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს