მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა

საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გავრცელდა.
სააკაშვილის თქმით, ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია
„საქართველოს ჰქონდა საგარეო პოლიტიკა გამსახურდიას დროს, ბევრად მეტი შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ.
ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია – რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება.
საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სსრ-ს ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის განთავსებული იყო მაშინდელი პლეხანოვის ძველებური შენობის რამდენიმე ოთახში. მინისტრს ერქვა გოგი ჯავახიშვილი.
როგორც ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტმა, მეც გავიარე ორთვიანი სტაჟირება იქ. სტაჟირების დროს დავრწმუნდი, რომ სამინისტრო საერთოდ არაფერს აკეთებდა.
დღესაც, საქართველოს, როგორც მაშინ, აქვს საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც უფრო დიდ ძველებურ შენობაში იმყოფება და როგორც მაშინ, ის არაფერს აკეთებს.
საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.