მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე რომ ლაპარაკობს, ეს უბრალოდ სამარცხვინოა –

სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ბრუტალური დარბევა მოაწყო. შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბადრი პატარკაციშვილისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე ასე ლაპარაკობს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“.
„აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, საერთოდ მორალი არ აქვს, სამარცხვინოა მისი თითოეული განცხადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე