მიხეილ სააკაშვილი – რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის უმარტივესი ტესტია, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას – ქართულ ელექტორატს მინდა ვუთხრა: მტერს მიაჩნია, რომ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება

ქართულ ელექტორატს მინდა ვუთხრა, არასდროს დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მსოფლიოში არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის ს პრეზიდენტის, ს პატიმარია, ამიტომ რუსული აგენტურის უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს მის ციხეში დატოვებას.
„არავის მსოფლიოსა და ში ეჭვიც არ ეპარება, რომ მე ვარ პუტინის პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით. ეს კარგად იციან ქართველებმაც. ამიტომ რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას, თან რაც შეიძლება მძიმე პირობებში.
ამავე დროს რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით. მათ კარგად იციან თუ რამდენად ეფექტურად შევძლებდი მე დღეს უკრაინის დახმარებას.
ქართულ ელექტორატს კი მინდა ვუთხრა, არასდროს დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის,“ – წერს სააკაშვილი.