მიხეილ სააკაშვილი: რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით

“არავის მსოფლიოსა და ში ეჭვიც არ ეპარება, რომ მე ვარ პუტინის პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით, ეს კარგად იციან ქართველებმაც. ამიტომ რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას, თან რაც შეიძლება მძიმე პირობებში.
ამავე დროს რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით. მათ კარგად იციან თუ რამდენად ეფექტურად შევძლებდი მე დღეს უკრაინის დახმარებას.
ქართულ ელექტორატს კი მინდა ვუთხრა, არასდროს არ დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში.