მიხეილ სააკაშვილი – როგორც კი უკრაინაში ცეცხლი შეწყდება, დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია – ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოები

როგორც კი ში ცეცხლი შეწყდება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, „ოლიგარქის პოლიტიკის გამო ლანგარზე ვართ გამზადებული სთვის მისართმევად“.
„მინდა, გითხრათ მწარე სიმართლე, რის წინაშეა დღეს საქართველო. უკრაინაში შესაძლოა, ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთის რეალობას და რუსეთი ვერ გააჩერებს თავის სამხედრო მანქანას. მას ძალიან დასჭირდება რაიმე სახის სამხედრო კამპანიის წარმოება, რადგან ამ კამპანიების გარეშე რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება. სად შევა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ბალტიის ქვეყნებში ალბათ არა, რადგან ნატო-ს ქოლგაა და პრეზიდენტი ტრამპი ამას არ გაატარებს. აზერბაიჯანს ჰყავს სერიოზული არმია და ზურგს უმაგრებს თურქეთი. ყაზახეთში არა, იმიტომ, რომ იქაც ჩინეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი ამას არ დაუშვებს. რჩება მხოლოდ ორი ქვეყანა – საქართველო და სომხეთი. სომხეთი იმიტომ, რომ ვერ დაალაგა აზერბაიჯანთან და თურქეთთან გეოურთიერთობა და ძალიან დაუცველია, დიდხანს დასჭირდა პოლიტიკური ორიენტირების გარკვევა და დრო დაკარგა. საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოდ დარჩენილი. ყველა ჩვენი შესაძლო მხარდამჭერი და მეგობარი გადავიკიდეთ და მათი მხარდაჭერის გარეშე დავრჩით. ჩვენი არმია გაანადგურეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსეული სამხედრო გვყავს, ჩვენი სამხედრო წარმოება გააჩერეს და გაანადგურეს ჩემ მიერ შექმნილი. ამგვარად, როგორც კი უკრაინაში ცეცხლი შეწყდება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია. ეს არის დღევანდელი საფრთხე. ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოები. ოლიგარქის პოლიტიკის გამო ლანგარზე ვართ გამზადებული რუსეთისთვის მისართმევად. სასწრაფოდ თუ არ შევცვალეთ სიტუაცია, თუ სასწრაფოდ არ გამოვცვალეთ ეს რეჟიმი, საქართველოს დამოუკიდებლობა ბოლო თვეებს ითვლის. საქართველოს თავისუფლებას დაესვა წერტილი, უკვე არის დიქტატურა და სახელმწიფოებრიობასაც მოეღება ბოლო. მე ამას ვამბობ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და ფუძემდებელი. ჩემს ამ გამოსვლას ოპოზიციური ტელევიზიების უმრავლესობა არ გადასცემს და პოლიტიკოსების უმრავლესობა დააიგნორებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, უნდა გადავაზიაროთ სოციალურ ქსელებში და გავაფრთხილოთ ჩვენი ხალხი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.