მიხეილ სააკაშვილი – პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა – ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის

პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა – ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის, საერთოდ უდანაშაულო, მე-4 წელიწადია უსამართლოდ მალპობენ ამ გისოსებში, რამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის?!“ – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ისე მოქმედებს, როგორც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს.
„ტრამპის წინააღმდეგ ბევრმა პოლიტიზებულმა პროკურორმა და მოსამართლემ საქმეები აღძრა და იქ ამერიკელებმა რეაქცია მოახდინეს, რადგან მის მიმართ ეს ბრძოლა უსამართლოდ ჩათვალეს.
სადამდე უნდა ვიყო გამომწყვდეული ასე უსამართლოდ, ასე არაფრის გამო?
ჩვენ ყველას ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს. ივანიშვილი ახლა ისე მოქმედებს, როგორც იანუკოვიჩი. იანუკოვიჩმა ყველაფერი სცადა, მოიპარა , ქვეყანას კურსი შეუცვალა, ყველანაირი ძალა იხმარა მაგრამ ხალხი გამოვიდა, როცა უკვე შემოეცალა ხელში ეს ძალაუფლება და ძალოვანი აპარატი, იძულებული გახდა გაქცეულიყო.
იანუკოვიჩს, იულია ტიმოშენკო, თავისი პოლიტიკური პატიმარი, ციხის საავადმყოფოში ჰყავდა გამომწყვდეული. ივანიშვილი, რომ იძახის რომ იანუკოვიჩი არ ვარო, ერთი-ერთში იმეორებს იანუკოვიჩისა და ასლანის ამბებს. ასლანმაც ასე მოიპარა და ასე იყენებდა რეპრესიულ აპარატს.
ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავიღალოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ახლა დავიღლებით, ხვალ და ზეგ ამას ძალიან მწარედ ვინანებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა აღარ გვექნება.
ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. მე ჩემი თავი გადავდე და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავაგდე, იმის გამო, რომ ვხედავდი ქვეყანას ვკარგავდით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე