მიხეილ სააკაშვილი პოლიციელებს – მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები – არჩევნების შემდეგ გაგათავისუფლებთ წნეხისგან

დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ ს შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს ახალი პოლიცია მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო მისი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო.
„მიმართვა პოლიციელებს:
ჩემო ძვირფასებო,
საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო.
დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს.
ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან.
მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..