– პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა – საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირლობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო

პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირლობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის საშუალებით , ს დავალებით, „რევანშის აღებას ცდილობს“.
„ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და ივანიშვილმა წააგო, ამიტომ ახლა ს დავალებით რევანშის აღებას ცდილობს ამ უბადრუკი კომისიით.
2008 წელს პარტნიორები მაფრთხილებდნენ, რომ წავსულიყავი ემიგრაციაში, სხვა შემთხვევაში პუტინი მომკლავდა, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არავინ არსად არ წასულა, რითაც გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამით ვამაყობ.
რაც არ უნდა წყენები გქონდეს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” “მე რა შუაში ვარ” პოზიციის დაკავება სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა. ყველა შუაშია, როცა საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი