: პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა

“ივანიშვილი აბოლებს თავისი მაფიოზური კლანის წევრებს, რომ მას ტრამპთან ყველაფერი გარკვეული და მოგვარებული აქვს.
მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტს მიწოდებდა და ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც ჩემს რჩევებს კითხულობდა, ივანიშვილი და მისი ჯგუფი მას “საერთაშორისო აფერისტს” ეძახდნენ და პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა.
უკვე მაშინ გაირკვა, რომ ოლიგარქის მიტაცებულ ქვეყანაში ტრამპის ან სხვა ცნობილი ინვესტორების ადგილი აღარ რჩება.
სწორედ დონალდ ტრამპმა შემოიღო ფინანსური სანქციები მოლდოველი ოლიგარქის, პლახოტნიუკის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილივით ჰქონდა მიტაცებული მოლდოვა.
ასევე, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, ვენსი ცნობილია მისი კრიტიკული გამონათქვამებით ოლიგარქებზე და ოლიგარქიებზე,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია