მიხეილ სააკაშვილი – ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ

ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მთავარია აქ გაპროტესტება.
„ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას, გარდა ყველაფრისა, ახალი დანაშაულების ჩადენისთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ რეაგირებას შეიძლება დასჭირდეს წლები.
მთავარი აქ აქტიურობა და აქ მასიური გაპროტესტებაა და არა მხოლოდ უცხოეთის დალოდება. უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს თუ ამასობაში აქ გავამძაფრებთ აქტიურობას, უფრო ჩქარა დადგება შედეგი ქვეყნის გარეთაც.
ასე რომ ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა ეს შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ.
ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება“, -წერს სააკაშვილი.