– „ნარკოპოლიტიკის გამკაცრების“ ინიციატივა მიღებულია ერთადერთი მიზნით – ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის მასობრივად დასაჭერად, ნარკოტიკების ჩადების გზით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების ერთადერთი მიზანი „ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის მასობრივად დაჭერაა“.
ამის შესახებ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილშია აღნიშული.
„ნარკოპოლიტიკის გამკაცრების”“ ინიციატივა მიღებულია ერთადერთი მიზნით – ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის მასობრივად დასაჭერად, ნარკოტიკების ჩადების გზით.
თავის მომხრე ნარკომანებს (და ასეთი ძალიან მრავლადაა) რა თქმა უნდა, თითსაც არავინ დააკარებს. თუმცა ამ გზით მათზეც გააძლიერებენ კონტროლს”,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)