მოსამართლეს – თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი – ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ – ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს, რომელმაც თავის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლა დაემთავრებინა.
სააკაშვილის თქმით, მთელს მსოფლიოს აინტერესებს მისი აზრი, თუმცა „მოსამართლეს და მის პატრონებს – არა“.
„მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ – თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. „ეკონომისტს“ და მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ ბ,ატონო მოსამართლე და თქვენს პატრონებს არ აინტერესებთ. ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ. ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვეთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით! ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ვიცხოვრებთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში და დიქტატურის გარეშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას