მიხეილ სააკაშვილი – მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი – ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელარუსთან – კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს

მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის წერილში წერს.
სააკაშვილის თქმით, იმასაც მივაღწიეთ, რომ ბელორუსთან ერთ დონეზე ვართ და მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, ნუ გაწირავენ სამშობლოს.
“მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს.
მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს. ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად.
დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება სა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი.
ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი?
კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!” , – წერს მიხეილ სააკაშვილი.