მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები ძალას იკრეფენ – ამ ძალაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ვერავინ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ურტყან, ყველას სამიზნე ოლიგარქზე აქვს გასწორებული და მის ომის და შიშის პარტიაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნება“ არის შიშის და ომის პარტია.
„მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები ძალას იკრეფენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ ძალაში არის ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ვერავინ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ურტყან, ყველას სამიზნე ოლიგარქზე აქვს გასწორებული და მის ომის და შიშის პარტიაზე. „ქართული ოცნება“ არის შიშის და ომის პარტია. ყველა მეგობარი დაგვაკარგვინეს, საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ისე მოაქციეს, რომ არავინ არ იქნება ხმის ამომღები. როგორც ამათ უნდათ, რომ გადაგვიარონ და ჩაგვტკეპნონ მიწაში, სიკვდილი და უბედურება შემოიტანონ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია რუსეთთან – უბედურება, ომი, საფრთხე. ეს ყოველივე საუკუნეების განმავლობაში რუსეთთან იყო დაკავშირებული, ხოლო ეს პარტია, რომელიც ცდილობს ხალხი დააშინოს – ომით, ეს არის მშვიდობის მთავარი მტერი. მშვიდობა არის ევროპაში, ოპოზიციის გამარჯვებაშია მშვიდობის და კეთილდღეობის გასაღები. ის, რაც დღეს ხდება უზარმაზარი საფრთხის საწინდარია“, – განაცხადა სააკაშვილმა.