მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს – ძალიან პატარა ხალხი ხართ! – მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ

მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს – ძალიან პატარა ხალხი ხართ! – მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ის მთელი მსოფლიოს ისტორიაში უკვე საკმარისი ასოებით ჩაიწერა.
„მე მინდა მივმართო მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს – პარტიებს, სხვადასხვა ბანერებს და ა.შ.: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში დასრულებულია? საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და საბოლოოდ, დეპოში აღმოჩნდა. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. ახლა სამშვიდობოზე მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი გაგვიყვანს, ყოველგვარი პარტიული განსხვავების გარეშე.
მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს – ძალიან პატარა ხალხი ხართ. მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მთელი მსოფლიოს ისტორიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას