მიხეილ სააკაშვილი – მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ – თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ გამოგყვებით!

მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, სთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი მიმართავს ახალგაზრდებს, რომ მათ თანამებრძოლად მიიღონ.
„მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!
ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას ვაგრძელებთ ან ს მონობას ვთანხმდებით.
ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს!
თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით!
მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება