: მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ? შემადგენლობას უნდა დაემატოს ანტი-ოლიგარქიული კომიტეტი – ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში თანამდებობისკენ არ მივისწრაფვი

მაინტერესებს მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ ხვალ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ – შემადგენლობას აუცილებლად უნდა დაემატოს ანტი-ოლიგარქიული კომიტეტი,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალუ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოში თვითონ თანამდებობისკენ არ ისწრაფვის, რადგანაც „თანამდებობა უკვე უკავია უკრაინაში“.

„მაინტერესებს მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ ხვალ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ.

შემადგენლობას აუცილებლად უნდა დაემატოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო და ასევე ანტი-ოლიგარქიული კომიტეტი, რომლის მიზანი იქნება ოლიგარქების კვალის მოშთობა პოლიტიკიდან და მომავალში მათ პოლიტიკაში შემოძრომის არ დაშვება.

აქვე ყველას გასაგონად მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში არცერთი თანამდებობისკენ პირადად საერთოდ არ მივისწრაფვი. მე მაქვს თანამდებობა უკრაინაში, ევროპის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანაში და ასევე კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა იქ და უკრაინაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – წერს  გზავნილში.