“პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა ჯოჯოხეთად უქცია” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ ილია მეორეს პანაშვიდზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა და ქართული ოცნების” ლიდერების სამების საკათედრო ტაძარში ყოფნას “ფარისევლების შემოსევა” უწოდა.
“ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს, ეს არის პატრიარქი და მე”- თქვა ექსპრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ე.წ. კრეფსების სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” პატრიარქს უსმენდა. მისივე სიტყვებით, ილია მეორეს ე.წ. ციანიდის სკანდალი აუგორეს, შემდეგ კი სააკაშვილის განცხადებითვე, პატრიარქს რუსეთმა “დაუნიშნა მაყურებელი”.
გუშინ ქართულ მიწას მიაბარეს ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქი ილია მეორე. ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ასევე იყო ჩემი მეგობარი. იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში. ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზღებოდა ივანიშვილს, ეს არის პატრიარქი და მე. მე არაერთხელ მქონია ამასთან პირადად საუბარი ამ თემაზე, ივანიშვილთან და ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით და უშვერი სიტყვებით. უნდა გვესმოდეს, რომ პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა უქცია ჯოჯოხეთად.
ჯერ აუგორეს ციანის საქმე, რომელიც იყო სუფთა სპეცოპერაცია რუსეთიდან ჩამოვიდა ილარიონი და დაუნიშნა მაყურებელი ის, რომ სხვა მეუფეებს არაფერი ჰკითხრეს, მერე იყოს კრებსების სკანდალი, საადც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ. მე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოსაც არ ეკარებოდნენ, ეს აის სრულიად ხელშეუხებელი სფერო. ესენი უსმენდნენ და პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. ახლა, როდესაც ივანიშვილი გათავისუფლდა პატრიარქისგან, ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება, იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია არის, საბოლოო ჯამში, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი არის მიუღებელი. მიუღებელია სახელმწიფო, მიუღებელია ეკლესია, არსებობს მხოლოდ პუტინი და ის, და მისი კერძო საკუთრება.
ახლა პატრიარქის ანდერძი სადღაც გააქრეს, სუსში უკვე შექმნილია შტაბი, შექმნილია პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში და მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა და შემდეგ ეკლესიის განადგურება- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.




