მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას

“მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია.ან ვიქნებით ერთად ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს “ინიციატივა” გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს.იმედ ვიტოვებ, რომ სულ მალე “ლელოსთან” ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს