მიხეილ სააკაშვილი: მადლობა ქალბატონ ირინას

“მადლობა ქალბატონ ირინას, ასევე მადლობა კარგი შვილის გაზრდისთვის,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ხელოვნებათმცოდნის, ირინა გუნცაძის სტატუსს აზიარებს.

ცნობისათვის, ირინა გუნცაძე ელენე ხოშტარიას დედაა.  აღნიშნულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

თუ მესმოდეს რატომ არ არის კოალიციების მხრიდან ს ხსენება ! რატომ ზის მე – 3 პრეზიდენტი მთავარსალდალი ციხეში გიფიქრიათ ამაზე თუ შეეჩვიეთ იმას რომ ეს ასე უნდა იყოს ! აღარ ვამბობ, ყველამ იცის რომ მან შექმნა თანამედროვე საქართველო ფერფლიდან, მოსპო კორუფცია, რაც მთავარია საქართველოზე თავდამსხმელ პუტინის ჯარს კარგადაც გაუსწორდა.

კი ჩვენ გვყავდა მსხვერპლი, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, მაგრამ ჩვენ ვიომეთ რუსსთთან, სადაც უკრაინელებიც გვეხმარებოდნენ. ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს თუ გავყრით ამ მოღალატე ხელისუფლებას, რომელიც 12 წელი ძალადობს ქვეყანაზე ! ეხლა მალე გვექნება რეფერენდუმი 26 ოქტომბერს სადაც ვიტყვით კი დასავლეთს არა რუსულ ჭაობს! მაგრამ იცით რა არ მესმის ყველაზე უფრო, რატომ არ ვახსენებთ მიხეილ სააკაშვილს, ის ხომ პოლიტ პატიმარია და ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. როგორ? იყოს მიშა სააკაშვილი ციხეში და თქვენ გგონიათ დემოკრატიული ქვეყანა აშენდება. მე რომ ვიყო პოლიტიკოსი თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე უფრო დაპირისპირებული მასთან, იოტის ოდენა სიმპატიაც რომ არ მქონდეს მის მიმართ, თუ ყოველდღე არა კვირაში ერთხელ ჩავატარებდი ბრიფინგს მის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ისიც ვიცი რომ გამარჯვებამდე არ გამოუშვებენ, მაგრამ როგორი ღირსეული საქციელი იქნებოდა ეს დასავლური პარტიების მხრიდან. მათვისვე იქნებოდა უკეთესი რომ დღის წესრიგში ეს თემა ჰქონოდათ ! დასავლეთში პრეზიდენტებს არ იჭერენ! ჩვენ კი მგონი ღია ეთერში ვუყურეთ მის მიმართ განხორციელებულ წარმოუდგენელ სცენებს, ფუ რა ცუდია, როდესაც ამაზე გულის მოფხანა შეგიძლიათ, იმედია ყველას არა! და პოლიტიკოსებს კი რისი გეშინიათ რომ არ ითხოვთ მის განთავისუფლებას, რომ ნაციონალად არ შეგრაცხონ. ამას ვწერ მე რომელიც არასოდეს არ ვყოფილვარ ნაციონალების მომხრე !

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა: სწორედ ამ ორი ლიდერის კონფლიქტზე და თანაარსებობის შესაძლებლობაზეა კავკასიის მომავალი დამოკიდებული. უბრალოდ, ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს მათ გვერდზე ასევე ფართო სურათის ხედვით

ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე – მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა – მსგავი ტიპის მაღალი დონის შეხვედრებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება

პაატა ზაქარეიშვილი – ვერ ვხედავ, რომ „რევოლუცია მოდის“ და ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, შედეგებზე ფიქრობს? რაც შეეხება „ოცნებას“, მან გამოიყვანა ქართველების ახალი ჯიში, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ციხეებში