– ლაშა ცანავას დაკავება არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაპატიმრება

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას დაკავება „არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები“. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
„ვარდების რევოლუციამ“ დაამხო ივანიშვილის მსგავსი კრიმინალური სინდიკატის რეჟიმი თბილისში და ბათუმში. „“ დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?
რამდენიმე ხსნის წინ მე გაფრთხილებდით, რომ დაიწყებოდა შეტევა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე, რისი მოწმეც უკვე გავხდით, დააკავეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა, რომელიც ეხმარებოდა ლევან ხაბეიშვილს სხვადასხვა საქმეების გამოძიებაში. ეს არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში