მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა

მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა
იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა. ეგეთ მთავარსარდალს რა ვუთხარი, აქ რომ ფრანგი სტუმარი ჰყავდა და თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე გახოხდა და ის კაცი მიატოვა, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია კითხვა – რატომ დაიწყო აგვისტოს ომი.
„რომ ყოფილიყო პატრიოტი ხელისუფლება და არა მარიონეტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა პაიკად გამოაყენებინა სხვებს, არ იქნებოდა… ბევრის ინტერესია გლობალურ დაპირისპირებაში. ამას ვაკვირდებით უკრაინის მაგალითზე. დღესაც გვესმის ხმამაღალი საუბარი, რომ არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი. თქვენ რამდენი ევროპელი და ევროკავშირელი ჯარისკაცი ნახეთ ამ წინა ხაზზე? თუკი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია სგან თავდაცვისთვის, რატომ ვერ ვხედავთ ჩვენ იქ ლიეტუველ, ესტონელ, ფრანგ ან გერმანელ ჯარისკაცებს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ქართველ სამხედროებზეც ისაუბრა.
„ქართველი მეომარი ყველა ბრძოლაში შედის, როგორც დიდგორში და ის არ უშინდება არც რიცხოვნობას, არც გარემოებას, არც პოლიტიკურ კონტექსტს უყურებს. ეს არის ბრძოლა შენი სამშობლოსთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო. ეს მაგალითი გვაჩვენეს შინდისის გმირებმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია

საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი