მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით – დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა – რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, მით უფრო იზრდება მათი ფასი

ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით – დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა, რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, რაც უფრო დიდი დროით სხედან, მით უფრო იზრდება მათი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს დაჭერას გამოეხმაურა.
გარდა ამისა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს მას საპატიმრო სასჯელს კიდევ უფრო მეტად გაუზრდიან.
„დღეს მე დამიმატებენ კიდევ წლებს. ეს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გამოეტანათ, მაგრამ გადადეს.
რატომ ახლა და რატომ დაიჭირეს „ხაბე“ გუშინ და არა უფრო ადრე ან ცოტა გვიან?
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს თავისმა ლობისტებმა ურჩიეს, რომ მოეწვია ეუთო/ოდირი და ციხიდან გამოეშვათ „ლელოს“ ლიდერები, იმ მიზნით, რომ მოეპოვებინათ შვება სანქციების საკითხში, მაგრამ ეუთომ უარი თქვა მათ თამი მონაწილეობაზე.
პარალელურად ტრამპს მისწერეს და ვაშინგტონმა არც კი შეიმჩნია. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით, როგორც ამას მიაღწია ლუკაშენკომ გუშინ, პოლიტპატიმრების გაშვების შემდეგ, ამერიკული სანქციების ნაწილის მოხსნით.
საქმე იმაშია, რომ დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა, რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, რაც უფრო დიდი დროით სხედან, მით უფრო იზრდება მათი ფასი.
ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ასეთი ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარიგება მოხდება საქართველოს თავისუფლების ხარჯზე!
ესენი ძალიან მალე უნდა დავასრულოთ!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება