მიხეილ სააკაშვილი – თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ, უცხოეთშიც და საქართველოშიც – ყველანაირი წყენა და პირადი გარჩევები გვერდზე უნდა გადავდოთ

ჩვენმა ხალხმა ქვეყანას უნდა კრას ხელი და წინ უბიძგოს, საქართველო ს შემდეგ, 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება – საერთოდ არ ვაპირებ სკენ გახედვას, ჩვენი ამოცანაა ევროპისკენ ყურება და იქიდან ვეღარავინ გამოგვქაჩავს უკან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო „სამეულში“ უპირობო ლიდერი იყო, ახლა კი მაჩანჩალას მდგომარეობაში ვართ და „ამ ურიკას წინ მთელი ძალით ისევ ხალხი აწვება“.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა ერთიანობის დროა და ყველანაირი წყენა გვერდზე უნდა გადადონ, რადგან საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება.
„ჩვენ ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ – უცხოეთშიც და საქართველოშიც. ახლა არის ერთიანობის დრო. ყველანაირი წყენა და პირადი გარჩევები გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. ამას გეუბნებით მე – მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოსთვის თავი გადადო და გასწირა.
ახლა ჩვენი რიგია, დავდგეთ ისევ ლიდერების პოზიციებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. გაიხსენეთ ეს დრო. ჩვენ ვიყავით ამ სამეულში [, მოლდოვა, საქართველო] უპირობებო ლიდერი. კითხვის ნიშანიც არ იდგა. ახლა მოჩანჩალის მდგომარეობაში [ვართ]. რაღაცნაირად ისევ ჩვენი ხალხი აწვება ამ ურიკას წინ მთელი ძალით. პირველი წლები მიგორავდა თავისით ინერციით, მერე გაჩერდა, მერე უკან დაიწყო, მაგრამ ახლა ჩვენმა ხალმა უნდა კრას ხელი. მაშინ ჩვენ ვკარით ქვეყანას ხელი „ვარდების რევოლუციის“ წინ, წინ ვუბიძგეთ და წავედით წინ, ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა უბიძგოს წინ და კრას ხელი. ყველაფერი გამოგვივა! საქართველო არჩევნების შემდეგ, 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება. საქართველო იქნება მშვიდობიანი, ძლიერი, ერთიანი ქვეყანა. წინ გამარჯვებისკენ! წინ ერთიანობისკენ! წინ ევროპისკენ! საქართველოს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს! ამასწინათ ლავროვმა კიდევ მომიხსენია – მე არავის ყელში გაჩხერას არ ვაპირებ. საერთოდ არ ვაპირებ რუსეთისკენ უკან გახედვას. ჩვენი ამოცანა არის ახლა ევროპისკენ ყურება და იქიდან ვეღარავინ გამოგვქაჩავს უკან!,“ – აცხადებს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ