– თვალს ვადევნებთ, თუ როგორ გვიდგენს ბანდიტური კორპორაცია „კანონებს“ და როგორ აგრძელებს საზოგადოება ინერციით კანონობანას თამაშს – დროა გავითავისოთ, რომ აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს

ძვირფასო მეგობრებო, თვალს ვადევნებთ, თუ როგორ გვიდგენს ერთის მხრივ ბანდიტური კორპორაცია „კანონებს“ და მეორეს მხრივ, როგორ აგრძელებს საზოგადოება ინერციით კანონობანას თამაშს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის შეფასებით, აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს და დადგენილი წესები უსამართლობის ზეიმია.
„დროა გავითავისოთ, რომ აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს და მათი დადგენილი წესები უსამართლობის ზეიმია. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავისი თავის დაცვა. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების სიბრძნის, ინტუიციის და ბრძოლისუნარიანობის“,-წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?